ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებული პირებისთვის წარმოვადგენთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას - "კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ სამართალში", რომელშიც ასევე მოცემულია კაზუსის ნიმუშები, კაზუსის ამოხსნის სტრუქტურა.
წიგნის ავტორებია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორები და ასოცირებული პროფესორი - პაატა ტურავა, მაია კოპალეიშვილი, კობა ყალიჩავა, ირმა ხარშილაძე.
წიგნი გამოიცა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით.